Friday, April 15, 2011



1.პროექის სახელწოდება
პითაგორა. პითაგორას თეორემა.

2.პროექტის მთავარი იდეა
რადგან პითაგორას თეორემა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თეორემაა,საჭიროდ მივიჩნიე უფრო ღრმად შეესწავლათ პითაგორას თეორემა და გამოიყენონ ამოცანების ამოხსნისას.გაეცნონ პითაგორას  ბიოგრაფიას და მის ღვაწლს.

3.პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმდენად , რამდენადაც დიდია მისი ღვაწლი მათემატიკაში მისი თანამედროვენი პითაგორას სრულყოფილ ბრძენად მიიჩნევდნენ და სასწაულმოქმედად აღიარებდნენ.

4.პროექტის მიზნები
პითაგორას ბიოგრაფიის მისი დამსახურების გაცნობა. კომპიუტერის საშუალებით მათემატიკის სამყაროში მოგზაურობა.

5. მოსწავლეთა ასაკი:13–14 წელი.

6.ვადები: 10 დღე.

7. მოსალოდნელი შედეგები
პითაგორას თეორემისა და მისი შებრუნებული თეორემის შესწავლა, ამოცანებისამოხსნით დაინტერესება.

8.  პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო,ამოცანათა კრებული, კალკულატორი, სახაზავი, ფანქარი, რვეული, კომპიუტერი.

9.პროექტის მსვლელობა
1.მოიძიონ ინფორმაცია პითაგორას შესახებ.
2. შეისწავლონ პითაგორას თეორემა და მისი შებრუნებული  თეორემა, დამტკიცების რომელიმე ხერხი.
3.ამოხსნან ამოცანები, დახაზონ სხვადასხვა ზომის მართკუთხა სამკუთხედები გვერდების გაზომვითა და მათი ზომების კვადრატების გამოთვლით დარწმუნდნენ პითაგორას თეორემის სამართლიანობაში.
10. საგნებთან  ე.ს.გ. კავშირი
ა)VIII.8.იყენებს ფიგურათა თვისებებს, ფიგურათა სახეობების შედარებისა და კლასიფიცირებისათვის.
ბ)VIII.9. პოულობს ფიგურის  (სამკუთხედის) , მისი ელემენტების ზომებს.
გ)VIII.10.ასაბუთებს გეომეტრიული დებულების მართებულობას
     ა)იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს.
       ბ)იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს.

11.პროექტის ხელმძღვანელი
      რუსუდან ჯვარშეიშვილი

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა

13.პროექტის  ვებ–გვერდი /ბლოგი:
rjvarsheishvili2011. Blogspot.com